პროდუქციის უსაფრთხოების რეგულაციებთან შესაბამისობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, პროდუქციის უსაფრთხოების რეგულაციებთან შესაბამისობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, სათამაშოების, ხილის გადამამუშავებელი, სამშენებლო მასალებისა (მილები, მავთულები) და აკვაკულტურის მწარმოებელი სექტორების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია ,,მცირე და საშუალო ბიზნესის შესაბამისობის პროგრამის“ შედეგების შესახებ.

„აღნიშნული პროექტი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ,,პრაიზ უოთერ ჰაუს კუპერსის“ (PWC) ერთობივი ძალისხმევით ხორციელდება, რომელსაც ბრიტანული ,,კარგი მმართველობის ფონდი“ აფინანსებს. პროექტის მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს, წარმოების პროცესში ევროპული სტანდარტების დანერგვაში და ამ სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევაში. პროექტის პირველ ეტაპზე, დაფუძნდა შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაცია, ასევე სპეციალურად მათთვის შემუშავდა ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც ამ სექტორს ევროპული სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება. შეხვედრაზე დამსწრე მეწარმეებმა, სწორედ ამ გამოცდილების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. დაგეგმილია აღნიშნული გამოცდილების გაზიარება სხვა სექტორებისთვისაც, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ევროპულ ბაზარზე შეღწევას“, - აღნიშნულია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გამოგზავნილ განცხადებაში.

ცნობისთვის, პროექტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და ჩართულობით ხორციელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს