საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს რიგით მე-6  გაფართოებული სხდომა გაიმართა

საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს რიგით მე-6 გაფართოებული სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, საბჭოს თავმჯდომარე კახა კახიშვილი უძღვებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაში საბჭოს წევრი საჯარო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გაფართოებულ შეხვედრაზე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში დღემდე მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები განიხილეს. სხდომაზე ასევე იმსჯელეს რეფორმის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგებზეც.

კახა კახიშვილმა სხდომაზე საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს განსაკუთრებული ჩართულობისთვის და თანამშრომლობისთვის.

ადმინისტრაციის განცხადებით, საბჭომ დეტალურად განიხილა რეფორმის ახალი, რიგით მესამე, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც 70-ზე მეტ ღონისძიებას ითვალისწინებს. საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობით, აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო დაწესებულებებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის (OECD/SIGMA) ექსპერტებმა.

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს 6 ძირითადი მიმართულებით მიღწეული პროგრესის გაუმჯობესებას. მათ შორისაა პოლიტიკის დაგეგმვა, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო სერვისების განვითარება, საჯარო ფინანსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს