გეგმური სამუშაოების გამო, ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეეზღუდება

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების (საცხოვრებელი კორპუსების ახალ ქსელზე გადაერთება) გამო, 28 მარტს, 08:00 საათიდან - 18:00 საათამდე, ქალაქ ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს SMS შეტყობინებები 27 მარტს გაეგზავნათ.

„ქ. ქუთაისში წყალმომარაგების შეზღუდვის გრაფიკები: ავტომშენებლის ქუჩა - N40; 44; 46ბ; 48; 52; 56; 58; 60; 62; 64; 66; 70; 72; 74; 80; 84; 88; ხარებავას ქუჩა; ირ.აბაშიძის ქუჩა N13; 15; 17; 17ა; 17ბ; 17გ; 19; 21; 23; 25; 27; 29; 31; 9 აპრილის ქუჩა N8; 10.

სამუშაოების დასრულებისთანავე წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა