2018 წელს 16 წლამდე ასაკის პირებთან სქესობრივი კავშირის ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 86 პირის მიმართ დაიწყო

2018 წელს 16 წლამდე ასაკის პირებთან სქესობრივი კავშირის ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 86 პირის მიმართ დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა სალომე შენგელიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინეს. პროკურატურის წარმომადგენელს დეპუტატებმა ქორწინების იძულებასა და ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა. სალომე შენგელიას განცხადებით, აღნიშნულ საქმეებზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება ძალიან იშვიათად ხდება.

„2018 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 16 წლამდე ასაკის პირებთან სქესობრივი კავშირის ფაქტებზე ჩვენ დავიწყეთ 86 პირის მიმართ. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ძალიან მცირე შემთხვევებში და ეს არის ისეთი შემთხვევები, როდესაც საგამოძიებო ორგანოსთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ მაგალითად, 2 წლის წინ შექმნეს ოჯახი, ჰყავთ უკვე შვილი და აღმოჩნდა, რომ 2 წლის წინ ეს გოგონა იყო 16 წლამდე ასაკის მიუღწეველი. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 9 წლამდე ვადით და დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე, მსგავს ერთეულ შემთხვევებში, ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება. სხვა შემთხვევებში ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაცრი, ჩვენ არ ვაფორმებთ საპროცესო შეთანხმებას, არ ვაფორმებთ განრიდებას. ყველა საქმე მიდის არსებითი განხილვით სასამართლში,“ - განაცხადა სალომე შენგელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა