ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ომბუდსმენის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე სამთავრობო უწყებების მოსმენებს ხვალ განაახლებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ომბუდსმენის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე სამთავრობო უწყებების მოსმენებს ხვალ განაახლებს.

კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს მოუსმენენ.

ხვალ ასევე დაგეგმილია თბილისის მერიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელთა მოსმენა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე უკვე მოუსმინა ძალოვან უწყებებს. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოწვეული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის და ასევე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

განხილვაში მონაწილეობს თავად სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

გასულ წელს სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიშის 344 რეკომენდაციიდან 235 რეკომენდაცია პარლამენტის დადგენილებაში აისახა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა