ქართული პროდუქცია იაპონიის საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 11 ქართველი დიზაინერის პროდუქცია ტოკიოში, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოფენაზე Fashion World Tokyo 2019 იქნება წარმოდგენილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აწარმოე საქართველოდან“ აცნობეს, ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენს თერთმეტი ქართული ბრენდი, კერძოდ: „ელსელემა“, „ევროტექსი“, „აკა ნანიტა“, „MAMMY BAG”, “ფაფანაკი“, „ტატუნა ნიკოლაიშვილი“, „ქეთი ჩხიკვაძე“, Fashion House Tamuna Ingorokva, “ავთანდილი“, „ლალო“ და Cecilie. მნიშნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე, მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო გამოფენა, რომელიც 27-დან 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, 1981 წლიდან დღემდე მსოფლიოს სხვდასხვა კუთხიდან ტანსაცმლისა და აქსესუარების დიზაინის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს.

„აწარმოე საქართველოს“ ცნობით, გამოფენას 25 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 40 ქვეყნიდან 750-ს აღემატება.

ცნობისთვის, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა