მამუკა მდინარაძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე - სამართლებრივი ლოგიკისა და კონსტიტუციის შესაბამის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ

ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ჩვენ გვექნება ისეთივე მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ეს წინა შემთხვევაში, ძალიან წარმატებულად განხორციელდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ცოტა რთულია იმის თქმა, რომ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული, რადგან ეს პრაქტიკაში ასე არ ხდება.

„ბუნებრივია, ჩვენ ვაპირებთ, სამართლებრივი ლოგიკისა და კონსტიტუციის შესაბამისი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. კონსტიტუციაზე მუშაობისას იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენ ძალიან მცირე, მაგრამ რეკომენდაციების ნაწილი არ გავითვალიწინეთ. მაგალითად, როდესაც საუბარი იყო პარლამენტის გამორიცხვაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში. დღეს უკვე ნათელია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. მთელი ეს დისკუსია ჯანსაღი პროცესია. ჩვენ დიდ ნაწილს გავითვალისწინებთ - ყველაზე რაციონალურ, სამართლებრივად დასაბუთებულ და კონსტიტუციის შესაბამის რეკომენდაციებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის ვარაუდით, ვენეციის კომისიიის მხრიდან კრიტიკული დასკვნა არ იქნება.

„არ მგონია, დასკვნა კრიტიკული იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მიერ შექმნილი დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან, განსხვავებით სხვა მსგავსი დოკუმენტებისგან, მასში არის სამართლებრივი ლოგიკა, თუმცა, დაველოდოთ. ჩვენ გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. იქნება შეხვედრები, არა მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან, რათა მაღალი ჩართულობით, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში მაქსიმალურად რეალური, სამართლებრივი და კონსიტუციის შესაბამისი რეკომენდაციები იქნას გაწერილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს