დავით მაღრაძე - ერთი მხრივ,  „ნაციონალური მოძრაობა“  ემიჯნება წარსულს, მეორე მხრივ,  „ქართულმა ოცნებამ“ მომავალი უარყო

ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ემიჯნება წარსულს, მეორე მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ მომავალი უარყო, - ამის შესახებ „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა დავით მაღრაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ის წარმოადგენს, წარსულიც ახსოვს და მომავლისაც სჯერა.

„ჩვენ საზოგადოების წევრები წარსულაც ვაღიარებთ და მომავალსაც, ამიტომ ვამბობ, ჩემი აზრით უნდა გაჩნდეს ისეთი მოძრაობა, საიდანაც აღმოცენდება პოლიტიკური შემადგენელი, რომლისთვისაც ერთნაირად მნიშვნელოვანი იქნება როგორც მეხსიერება, ისე პერსპექტივაც“, - განაცხადა დავით მაღრაძემ .

მაღრაძის თქმით, ის პოლიტიკური შემადგენლობის ნაწილი ვერ გახდება, თუმცა „ბრძოლის“ პროცესში მონაწილეობის მიღების პერსპექტივა არ გამორიცხა.

გარდა ამისა, მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი გადაცემის მსვლელობისას რამდენჯერმე შეეხო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კურსს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსგავსება.

„ქართულ ოცნებას“ და ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი და იგივე საყრდენები ჰყავს. „ქართულმა ოცნებამ“ ის საყრდენი მოძებნა, რაც ადრე „ნაციონალებს“ ჰქონდათ. სხვათა შორის, არავის მოუხვევია ისინი „ოცნებისთვის“, თავად იპოვეს და გემოსაც ატანენ ამ ყველაფერს. ეტყობათ კიდეც, უხარიათ, რომ ამ საყრდენებს მიაგნეს. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, თუმცა სად წავლენ, დაინახავს საზოგადოება. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, მე მოქალაქე ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ტოლობის ნიშანს არ ვაყენებ. მე ვამბობ, მმართველ პოლიტიკურ ძალასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის წაიშალა ზღვარი, სადემარკაციო ხაზი წაიშალა უზნეობის თვალსაზრისით. აი, ამ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ივანიშვილი ხელმძღვანელობს, წაეშალა ზღვარი იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა