ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილმა კიდევ უფრო ცინიკურად გააგრძელა ის გზა,  რა გზითაც მიდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება

,,დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ ახერხებს პრობლემის ამოგვარებას.

„ის, რაც ხდება, საერთოდ არაფერში არ წერია. ეს თავმოყვარე ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ამაზე ძალიან დიდი სკანდალი ატყდებოდა. ი. ვერ დამისახელებთ ვერცერთ სახელმწიფოს, სადაც მსგავსი რამ ხდება. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში ხდება ჩაწერა, მერე ადამიანების ამით დაშანტაჟება, მაგრამ ეს არ გამოდის, ასე ვთქვათ, ლამის პირდაპირ ეთერში და არ გამოდის სოციალურ ქსელებში. როცა ეს ხდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს და ხელისუფლების დანაშაულია და ამას ვერ აბამს თავს, საუკეთესო შემთხვევაში, თუ თვითონ არ ეკითხებიან ნებართვას... ივანიშვილი, როგორც მინიმუმ ის ვერ ახერხებს ალაგმვას პრობლემის. ისევე, როგორც, მან არათუ არაფერი მოუხერხა სასამართლოს სისტემას, არამედ ზუსტად და კიდევ უფრო ცინიკურად გააგრძელა ის გზა, რა გზითაც მიდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება და რა არ მოსწონთ ერთი „ქართულ ოცნებას“?! რა, არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობის“ ნათქვამი?! - ზუსტად იგივეს იმეორებენ: „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ჰყავთ წამოწეული, „ნაციონალური მოძრაობის“ მოსამართლეებს ნიშნავენ, რითი სჯობიან „ნაციონალური მოძრაობას“ ერთი, ძალიან მაინტერესებს“?!- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო