„ბიბლუსი გალერეაში“  “დეტექტივის კვირეული იწყება

28 მარტს, 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ რობერტ გელბრეითის ანუ ჯოან როულინგის ახალი წიგნის - „ბოროტების სამსახურში“ წარდგენა გაიმართება. წიგნს ტელეჟურნალისტი მარიამ ჯანელიძე წარადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობიდან „პალიტრა L” აცნობეს, თრილერულ საღამოზე სტუმრები ჰარი პოტერის ავტორის კრიმინალურ მხარეს გაეცნობიან. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ უკვე გამოსცა გელბრეითის „გუგულის ძახილი“ და „აბრეშუმის ჭია“, რომლებსაც ქართველი მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ღონისძიებაზე მწერალი და ტელეწამყვანი სანდრო ლორთქიფანიძე და მწერალი და სცენარისტი, ტორესა მოსი გელბრეითის ამ გამოცემებზეც ისაუბრებენ.

ქართველი მკითხველისთვის რობერტ გელბრეითი უკვე კარგად ცნობილი ავტორია და ფართო საზოგადოებისთვის ის ფაქტიც ცნობილია, რომ მწერალი დეტექტიურ სერიას ფსევდონიმით წერს. რობერტ გელბრეითი ლეგენდარული „ჰარი პოტერის“ ავტორის, ჯოან როულინგის ფსევდონიმია.

რო­უ­ლინ­გმა ტრი­ლო­გია მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლით, რო­ბერტ გელბ­რე­ი­თის ავ­ტო­რო­ბით გა­მოს­ცა. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ტრი­ლო­გი­ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის გა­მო­ცე­მი­დან ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვინ იცო­და, რომ გელბ­რე­ი­თი ფსევ­დო­ნი­მია. მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ რო­უ­ლინ­გმა სრუ­ლი­ად სხვა ჟანრ­ში სცა­და ძა­ლე­ბი და ეს საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით გა­მო­უ­ვი­და. აღ­ნიშ­ნულს ადას­ტუ­რებს წიგ­ნის გა­ყიდ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. ნა­წარ­მო­ებ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა იმ პე­რი­ოდ­ში მო­ი­პო­ვა, ვიდ­რე მისი რე­ა­ლუ­რი ავ­ტო­რი გახ­დე­ბო­და ცნო­ბი­ლი.

ლიტერატურულ საღამოზე მოსული სტუმრებისთვის „გუგულის ძახილი“, „აბრეშუმის ჭია“ და „ბოროტების სამსახურში“ 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო