ბათუმში დღეს ფონდ „კეთილსოფელის“ პრეზენტაცია გაიმართება

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ დღეს ფონდ „კეთილსოფელის“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც მიწვეულ ბიზნესმენებს ფონდის საქმიანობას და სხალთის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსის, „სიკეთის სახლის“ მშენებლობის პროექტს გააცნობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა განუცხადეს, პრეზენტაცია ბათუმის მერიის მხარდაჭერით ეწყობა. შეხვედრაზე მიწვეულები იქნებიან ბიზნესმენები, რომლებსაც ფონდი პროექტს წარუდგენს. ასევე მოეწყობა რუსუდან ფეტვიშვილის, გია ბუღაძის, ნინო ჩაკვეტაძის, მარიამ ნაცვლიშვილის, თამაზ ოდიშელიძის ნახატების გამოფენა.

„საქველმოქმედო ფონდი „კეთილსოფელი“ ბათუმში, სხალთის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსს - „სიკეთის სახლს“ აშენებს, სადაც ოცამდე უსახლკარო ოჯახი შესახლდება. აქვე იქნება, ამბულატორია, სახელოსნოები ბენეფიციარების დასასაქმებლად და სარეაბილიტაციო ცენტრები. სიკეთის სახლის ასაშენებლად ბათუმსა და თბილისში, არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება და კონცერტი ჩატარდა. ამ ეტაპზე „სიკეთის სახლის“ სამი სართული უკვე აშენებულია. პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს