სუს-ის ანგარიშის თანახმად, რადიოაქტიური ნივთიერებებისადმი უკანონო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაიწყო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, რადიოაქტიური ნივთიერებებისადმი უკანონო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 2 საქმეზე დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შავი ზღვის რეგიონში არსებული ბირთვული საფრთხეები, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და უკრაინის მიერ წვდომის დაკარგვა ატომურ ელექტროსადგურებზე თავისთავად უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონში ბირთვული უსაფრთხოების რეჟიმზე და საჭიროებს განსაკუთრებულ საერთაშორისო ძალისხმევას.

ამავე ანგარიშის თანახმად, რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში განთავსებული მოძველებული ატომური ობიექტები ასევე გარკვეული საფრთხის შემცველია.

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში სამსახურის მთავარი პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები. სამსახური წარმატებით აგრძელებს თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, გაერო-ს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორის ინსტიტუტთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

„სამსახური ასევე წარმატებით აგრძელებს სახელმწიფო საზღვარზე არსებული რადიაციული კონტროლის სისტემების ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას. აღნიშნული სისტემების განვითარების მიზნით, აშშ-ის მხარდაჭერით, 2018 წელს ექსპლუატაციაში შევიდა “პერსონალური განგაშის სისტემის” განახლებული ვერსია, ასევე განხორციელდა „ეროვნული საკომუნიკაციო სისტემის“ ახალი ფუნქციების შემუშავება.

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში მიღწეული წარმატებების მხრივ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად ჩამოყალიბდა. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტური კოორდინაციისა და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია“, - ნათქვამია ანგარიშში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს