ერთი წლის მანძილზე, სუს-ის თანამშრომლებს სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომისთვის 134 დისციპლინური სახდელი დაეკისრათ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით,212 სამსახურებრივი შემოწმებისა და მომზადებული დასკვნების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებს სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომისთვის 134 დისციპლინური სახდელი დაეკისრათ.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა.

ანგარიშის თანახმად, სამსახურიდან დაითხოვეს 8 თანამშრომელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა 1, სასტიკი საყვედური გამოეცხადა 19 პირს, საყვედური - 12-ს, შენიშვნა - 4. ამასთან, 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 6 საქმეზე.

„2018 წელს სისტემაში გამოვლინდა ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტები და განხორციელდა სათანადო რეაგირება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრების შენარჩუნების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ცდილობს მათ წახალისებასა და მოტივირებას. 2018 წლის განმავლობაში კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მხრიდან 1392 მოსამსახურე სხვადასხვა ფორმით იქნა წახალისებული, მათ შორის, სამსახურის მედლით, სიგელითა და სამკერდე ნიშნით.

ცნობისთვის, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უწყებაში დასაქმებულთა რაოდენობა 3224 მოსამსახურეს შეადგენდა, მათ შორის, ქალი - 415 (12,9%), ვადიანი სამხედრო მოსამსახურე – 359, ხოლო ხელშეკრულებით (შტატგარეშე) - 218.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს