გაერო-ში სირიის ელჩი აშშ-ს - აჩუქეთ ისრაელს რამდენიმე შტატი, რადგან ასე გინდათ მხარი დაუჭიროთ ამ ქვეყანას

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაერო-ში სირიის ელჩმა, ბაშარ ჯაფარიმ აშშ-ს შესთავაზა, ისრაელს რამდენიმე შტატი გადასცეს.

„რატომ არ მისცემთ ისრაელს მაგალითად, ჩრდილოეთ კაროლინას შტატს? მშვენიერი მიწის ნაკვეთია. აჩუქეთ ისრაელს რამდენიმე შტატი, რადგან ასე გინდათ მხარი დაუჭიროთ ამ ქვეყანას“, - განაცხადა სირიის ელჩმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელზეც აშშ-ს მიერ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების საკითხი განიხილებოდა.

ბაშარ ჯაფარიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გოლანი სირიის ტერიტორიაა.

„გოლანი ჩვენი ტერიტორიაა და ჩვენ მას დავიბრუნებთ. არ იფიქროთ, რომ ეს მიწა ოდესმე თქვენი გახდება მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურ თამაშში პაიკი გახდით“, - მიმართა მან თავის ისრაელელ კოლეგას.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თანდასწრებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა