ღოღობერიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება

ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 7 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

„მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვასრულებთ, რომელიც სამწუხაროდ, კონტრაქტორი კომპანიის მიზეზით, დროში გაიწელა, თუმცა ყველა პრობლემა მოგვარდა და სამუშაოები სხვა კომპანიამ გააგრძელა. დღეიდან უკვე მოქალაქეები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. ღოღობერიძის ქუჩაზე საკმაოდ აქტიური საავტომობილო მოძრაობაა, შესაბამისად, ამ გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ამ ქუჩაზე ავტომანქანით გადაადგილდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტისთვის 473 200 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო