საია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე სამართალდამცავთა რეაგირებას კრიტიკულად აფასებს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების ფაქტზე კიდევ ერთი პირის დაკავებას ეხმაურება და აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავთა რეაგირებას კრიტიკულად აფასებს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, საია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ქმედებები ქმნის პირადი ცხოვრების ამსასხველი მასალის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ილუზიას, რამდენადაც, სავარაუდოდ, არ ტარდება რეალური ღონისძიებები ამგვარი ქმედების დანაშაულის პირველწყაროს დასჯის მიზნით.

„სისხლისამართლებრივი დევნა ფრაგმენტულად იწყება ადამიანების მიმართ მასალის ინტერნეტში ატვირთვის გამო, მაშინ, როდესაც პრინციპულად მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის დამზადებასა და გავრცელების დაკვეთაში ბრალდებული პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა. არსებული ვითარება არ ახდენს პრევენციას და ქმნის მომავალში მსგავსი დანაშაულების ჩადენის საფრთხეს. ამასთან, საკითხის აქტუალურობის და სიმწვავის მიუხედავად, საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, რა მოქმედებები ტარდება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის დამზადების და პირველად გავრცელების შესახებ ეფექტიანი გამოძიების მიზნით.

საია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანად გამოიძიოს სადავო პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის დამზადების და გავრცელების დაკვეთის ფაქტები“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების შენახვისა და მასობრივი გავრცელების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯამში 19 პირი ჰყავს დაკავებული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა