კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს რამდენიმე კაციანი ჯგუფის შექმნას სთავაზობს, რომელთანაც ტაქსის რეფორმის საკითხზე შეხვედრა გაიმართება

თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსების რეფორმით უკმაყოფილო მძღლებთან კონსულტაციებისთვის მზაობას გამოთქვამს. ამის შესახებ თბილისის მერმა „ფეისბუქის“ გვერდზე, ჩართვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულება დასარეგულირებელი და მოსაწესრიგებელია, რაზეც ყველა თანხმდება.

„გუშინ იყო აქცია. გამოსული იყო ადამიანების ჯგუფი, რომელიც აპროტესტებდა ტაქსების რეფორმას, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გამოვხატეთ მზაობა შევხვედრილიყავთ ამ ადამიანებს. დღესაც გვაქვს მზაობა შევხვდეთ მათ, შეუძლიათ მათ გააკეთონ ხუთ კაციანი, ან ათკაციანი ჯგუფები, რომლებსაც ენდობიან და ნებისმიერ დროს, ჩვენ მზად ვართ მათ შევხვდეთ და მათ კითხვებს გავცეთ კომპეტენტური პასუხები. მე მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს მიმართულება არის დასარეგულირებელი და მოსაწესრიგებელი“, - განაცახდა კახა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს