განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  შეძენა-შენახვაში ბრალდებულ ირანის მოქალაქეს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებული ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ფ.მ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფ.მ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 78,4746 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც სხეულში უკანონოდ ინახავდა“.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ფ.მ. 2018 წლის 28 დეკემბერს ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ფ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
Wolt - კვლავ ღამის 3 საათამდე