1-ელი აპრილიდან, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოებას ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი აპრილიდან, „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

„ამ რეგლამენტის შემუშავება გათვალისწინებულია 2017 წელს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით. აქამდე ანალოგიური დოკუმენტი არსებობდა ღვინის წარმოებასთან მიმართებაში და საჭიროებამ მოიტანა გარკვეული რეგულაციები ამოქმედებულიყო ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების სფეროში, როგორებიცაა ბრენდი, „ჭაჭა“ და მაგარი სასმელები. აღნიშნული რეგლამენტი ეფუძნება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის რეკომენდაციებს“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

ტექნიკურ რეგლამენტში მოცემულია ტერმინთა განმარტებები, აღწერილია მისი მიზნები, რეგულირების სფერო, რეგულირების ობიექტი, ზოგადი მოთხოვნები რეგულირების ობიექტების მიმართ, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების კატეგორიები და მათი წარმოების ზოგადი წესები, მოთხოვნები ეტიკეტირების, წარდგენის, ბაზარზე განთავსებისა და ოფიციალური დასახელების გამოყენების მიმართ და სხვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო