ელენე ხოშტარია - ნათელია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ხდება იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც თავს ესხმიან და მათთვის არასასურველია

ნათელია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ხდება იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც თავს ესხმიან და მათთვის არასასურველია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების მორიგ გავრცელებას.

ელენე ხოშტარიას თქმით, ამ ყველაფერში ხელისუფლების ხელი ურევია.

„ამას ყველა ხედავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოყენება ხდება იმ მომენტში, როდესაც უბრალოდ ორ ადამიანს შორის კინკლაობა კი არ მიდის, დაგეგმილი საერთო მესიჯების ჩართვით, ორგანიზებული თავდასხმა მიდის ამ კონკრეტულ შემთხვევაში დეპუტატზე. ყველა სხვა შემთხვევაში ეს იყო მთავრობისთვის არასასურველი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. გარდა ამისა, მაშინ როდესაც გამოძიებას არ აქვს არანაირი პასუხი, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ამაში არის მთავრობის ხელი, რადგან ყველა სხვა შემთხვევაში თავად სახელმწიფოს ინტერესი იქნებოდა, რომ სწრაფად გაეცა ამ კითხვებისთვის პასუხი. ნათელია, რომ ერთი მხრივ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ხდება იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც თავს ესხმიან და მათთვის არასასურველია, მეორე მხრივ, გამოძიება არ ტარდება. ახლა იმასაც საუბრობენ, რომ შეუძლებელია გამოძიების ჩატარება და თითქოს უნდათ, რომ გამოძიების შესაძლებლობაც გამორიცხონ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის "ქართული ოცნების" და ხელისუფლების ინტერესებში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო