ბათუმში საერთაშორისო სტანდარტის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ხორციელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები დაათვალიერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, სპორტული კომპლექსი, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია, 6 აპრილიდან ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას 47 ქვეყნის 600 -მდე ძალოსანი მიიღებს და პირდაპირი ტრანსლაცია Eurosport-ის მიერ სამოცამდე ქვეყანაში განხორციელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყანაში მსგავსი სპორტული კომპლექსების მშენებლობა, რომლებსაც შეუძლიათ უმასპინძლონ მსოფლიო მასშტაბის ჩემპიონატებს.

„საქართველო არის არა მხოლოდ დიდი ჩემპიონების სამშობლო, არამედ არის ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო ტურნირების ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მაღალი სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ქალაქს საშუალებას აძლევს უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატებს, ზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს უწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას.

ასევე, პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეორე სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ კომპლექსში ამ ეტაპისთვის ხორციელდება შიდა სამუშაოები. უკვე დამონტაჟდა ლითონის კონსტრუქციები და მიმდინარეობს შენობის გადახურვა. თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი 3400 მაყურებელზე იქნება გათვლილი. შენობაში სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები განთავსდება. გარდა ძირითადი ფუნქციონალური დარბაზებისა, გამოიყოფა ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, VIP ზონა და მედიისთვის განკუთვნილი ადგილები. შენობას ექნება ღია ავტოსადგომი. კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

პროექტის მიზანია რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სამუშაოებზე დაახლოებით 300 ადამიანია დასაქმებული. სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო