დავით ჭიჭინაძე - ვფიქრობ, ერთი ფსიქოლოგი პარლამენტის თავმჯდომარესაც სჭირდება

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ფსიქოტესტები უნდა გაიარონ პრეზიდენტობის კანდიდატებმაო. ვფიქრობ, ერთი ფსიქოლოგი პარლამენტის თავმჯდომარესაც სჭირდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ირაკლი კობახიძეს მანიაკალური თვისებები აქვს და მას დამბეზღებელს უწოდებს, რომელიც „ბიძინა ივანიშვილთან დარბის“.

"პარლამენტის თავმჯდომარეს მანიაკალური თვისებები აქვს. აგერ, ზვიად კვაჭანტირაძე გადადგა და კაცი იმას იძახდა, მე უნდა გადავაყენოო. ჰგონია, რომ გარიცხვით რაღაცას მოიგებს, თავის თავს რომ აზიანებს, მაგასაც ვერ ხვდება. კობახიძე დარბის და აბეზღებს სულ ყველას. მალე დამთავრდება „მაბეზღარას“ ცხოვრება. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ფსიქოტესტები უნდა გაიარონ პრეზიდენტობის კანდიდატებმაო. ვფიქრობ, ერთი ფსიქოლოგი პარლამენტის თავმჯდომარესაც სჭირდება," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა