„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი გახდა

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გევენტაძის ყოფილი თანაშემწე, კახა წიქარიშვილი გახდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან“ აცნობეს, იგი ორგანიზაციის გამგეობამ 2019 წლის მარტში აირჩია და ამ უფლებამოსილებას 2 წლის განმავლობაში შეასრულებს.

კახა წიქარიშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა. მან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს დაამთავრა. 2004 წელს კი ამერიკის უნივერსიტეტი, ვაშინგტონის სამართლის კოლეჯი დაამთავრა, სადაც მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. კახა წიქარიშვილი არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, კახა წიქარიშვილი სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

„1998-1999 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის ლაბორანტად. 1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწედ. 2001 წელს მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროგრამის ”Court Management Associates” იურისტად. ამავე პერიოდში, 2001-2004 წლებში, მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA CEELI) იურისტად. 2004-2005 წლებში განაგრძო მუშაობა (EUJUST THEMIS) ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიაში თანაშემწედ სამართლებრივ საკითხებში. 2005-2007 წლებში იყო ნორვეგიის კანონის უზენაესობის საქართველოს მისიის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში. 2007-2011 წლებში მუშაობდა სასამართლოს ადმინისტრირების და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის (USAID JAMR) ხელმძღვანელის მოადგილედ. 2005 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში შედარებითი სისხლის სამართლის კურსის ლექტორად. 2012 - 2013 წლებში, ასევე 2016-2018 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, ხოლო 2013 -2015 წლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი, ხოლო 2016 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე“-, ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა წიქარიშვილი ფლობს: ქართულ (მშობლიური), ინგლისურ (თავისუფლად), ფრანგულ (თავისუფლად), ესპანურ (კარგად), იტალიურ (კარგად), გერმანულ (საშუალოდ) და რუსულ (საშუალოდ) ენებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა