რომან გოცირიძე - დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით არაფერს გამოიძიებენ

აბსოლუტურად, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით არაფერი იქნება გამოძიებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძე დარწმუნებულია, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების პროცესის უკან ხელისუფლება დგას.

„ბოლო 7 წლის მანძილზე ფარული ჩანაწერების გავრცელების არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი და დღემდე არ გასცემია პასუხი კითხვას, თუ ვინ გააკეთა ეს. როდესაც მსგავსი რამ ხდება, მიზანი ერთია - ცალკეულ პირებზე პოლიტიკური ზემოქმედების განხორციელება. ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ყველაზე ამორალური ფორმა. არასდროს გამოიძებენ თუნდაც რუსთაველის 12-ში „ტროლების ფაბრიკის“ მუშაობას, საიდანაც „თიბისი“ ბანკზე კიბერ შეტევა განხორციელდა. ამას ხელმძღვანელობს ხელისუფლება და ის, რაც ხდება არის ძალაუფლებისთვის ბრძოლის ყველაზე უნამუსო და უწესო ფორმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა