რომან გოცირიძე - სუს-ი  საკუთარი ფინანსური და ადამიანური რესურსების უმეტესობას  ოპოზიციის დევნაზე ხარჯავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი ფინანსური და ადამიანური რესურსების უმეტესობას ოპოზიციის დევნაზე ხარჯავს - მისი მთავარი ფუნქციაა მოემსახუროს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს, - ამის შესახებ სუს-ის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი რომ ხორციელდება, ეს ყველამ იცის, მაგრამ სუს-თან მიმართებით მთავარია, რომ მან თუნდაც რუსეთის ერთი აგენტი გამოავლინოს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ყველაფერი სიმართლე წერია, მაგრამ ამ სიმართლეს ამბობს ბევრი ანალიტიკოსი. არაფერი იმაში სიახლე არ არის, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს ეწევა, მაგრამ ამ 7 წლის განმავლობაში ამ ომში მონაწილე თუნდაც ერთი აგენტი ვერ გამოავლინეს. მხოლოდ ფაქტების კონსტატაცია, რაც ღია პრესაშიც წერია, არაფერს ნიშნავს“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა