ნოდარ ხარშილაძე - სუს-ის 2018 წლის ანგარიში სუსტი და ზოგადია

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC)" დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, სუს-ის 2018 წლის ანგარიში სუსტი და ზოგადია.

როგორც ნოდარ ხარშილაძემ „ინტერპრესნიუსს“ სუს-ის ანგარიშის შეფასებისას განუცხადა, მასში საუბარია მხოლოდ წარსულ საქმიანობაზე და არაფერია ნათქვამი სამომავლო ტენდენციებზე. მისივე განმარტებით, სხვა ქვეყნები, მაგალითად აშშ, დიდი ბრიტანეთი, წლიურ ანგარიშში აქვეყნებენ მომავალ ტენდენციებს და სამოქმედო გეგმაც ამის მიხედვით ისახება.

ანალიტიკოსისის შეფასებით, ანგარიშში გამოქვეყნებულის შესახებ საზოგადოებისთვის ისედაც იყო ცნობილი, ამიტომ ანგარიშის გამოქვეყნებისას საინტერესო იქნებოდა გაგვეგო, რა გააკეთა სუს-მა საფრთხის პრევენციისთვის და ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების თავიდან ასაცილებლად.

„რაც წერია, ყველაფერი ზოგადია და არ არის მოცემული, რა გააკეთეს მათ. მსოფლიო კალეიდოსკოპით, სად რა მოხდა ეს ჩვენც კარგად ვიცით. იგივე რუსეთის მიერ ჩვენი მოქალაქეების გატაცებასთან დაკავშირებით ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა, რა გააკეთა სუს-მა. იმუშავა, თუ არა იმაზე, რომ დაედგინა, რატომ იტაცებენ მოქალაქეებს, ეს დავალება კრემლიდან მოდის, თუ ადგილობრივი პირების პირადი ინტერესებია?!“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

რაც შეეხება სუს-ის 2018 წლის ანგარიშში „დაეშის“ შესახებ ნაწილს, ხარშილაძის თქმით, „დაეშის“ დასუსტების შესახებ ისედაც კარგად იყო ცნობილი, რაზეც ინფორმაციის მოძიება ყველა ვებ-გვრდზეა შესაძლებელი. მისი თქმით, „დაეშის“ დასუსტებამ გამოიწვია ბევრი რამ, რაც, სამწუხაროდ, სუს-ს 2018 წლის ანგარიშში არ უწერია.

„დაეშის“ დასუსტებაზე ყველა ვებ-გვერდზეა ინფორმაცია მოცემული, მათ შორის, BBC-ზე შეგვიძლია, წავიკითხოთ მადლობა, რომ გვითარგმნა. საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც წავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან და მონაწილეობას იღებდნენ „ისლამურ სახელმწიფოში“, ახლა, ეს „ისლამური სახელმწიფო“ რომ დაამარცხეს, სად წავლენ?! ანუ საქართველოში, რომ მათი დაბრუნება მოხდება, ამის წინააღმდეგ რას აპირებს სუს-ი? ისინი ხომ დაუბუნდებიან საქართველოს. როგორ აპირებს თანამშრომლობას იმ ჩვენს მეზობლებთან, ვისი ტერიტორიაც უნდა გადალახონ. შეგახსენებათ, მაგალითად, ბრიტანეთი არ იბრუნებს იგივე „დაეშის“ მხარეზე მებრძოლ მოქალაქეებს. ამიტომ, სამწუხაროდ, ძალიან მარტივი და პრესის ანალიზია იმაზე, თუ რა მოხდა შარშან. საერთოდ არ არის საუბარი პრევენციაზე. არად სუს-ის მთავარი ფუნქცია არის პრევენცია და შემდეგ უკვე პრევენციის წარუმატებლობის შემთხვევაში აქტიური ბრძოლა ისეთ საფრთხეებთან, როგორიც არის ტერორიზმი, შპიონაჟი, როგორიც არის საქართველოს ინტერესების მიმართ სხვა ქვეყნების, არამეგობარი ქვეყნების სამუშაოს განეიტრალება“, - განაცხადა ხარშილაძემ.

რაც შეეხება ანგარიშში კიდევ ერთ საკითხს, რომ საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად „ჰიბრიდული ომის“ მეთოდებს იყენებდნენ, ანალიტიკოსის შეფასებით, ეს არაფრისმთქმელი ფრაზაა.

„არ ვიცი, რა დრო დახარჯეს იმისთვის, რომ ეს დაეწერათ, მაგრამ ჩვეულებრივი, ძალიან მარტივი და არაფრისმთქმელი ფრაზაა. ჰიბრიდულში შედის ყველაფრი, დაწყებული -კულტურულიდან და დამთავრებული სამხედროთი“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა