ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მზად არის, მისი მისამართით არსებულ კითხვებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხოს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მზად არის, მისი მისამართით არსებულ კითხვებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხოს.

გვენეტაძე მზად ყოფნას გამოთქვამს აპრილის თვეში, პარალამენტისათვის ხელსაყრელ დროს მივიდეს და დეპუტატების წინაშე სესიაზე წარდგეს.

როგორც ცნობილია, ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებით დაიბარა. ამასთან, ფრაქციამ კობა გვენეტაძე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საბანკო რეგულაციების თაობაზე მიიწვია. კომიტეტებში კობა გვენეტაძის მოსმენა არ გამართულა. თუმცა, გვენეტაძემ პარლამენტს მიმართა წერილობით, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენება აღნიშნულ საკითხებზე პლენარულ სხდომაზე მოისმინონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო