„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურ დირექტორად რომან ბოკერია დაინიშნა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის პოსტი რომან ბოკერიამ დაიკავა.

"კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“

და დარგი ძალიან პერსპექტიული და საინტერესოა, - განაცხადა „ჯორჯიან ეარვეისის“ახალმა გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განუცხადა.

მისივე თქმით,მთავარი მიზანი კომპანიაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაა.

„თვითონ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ და დარგი ძალიან პერსპექტიული და საინტერესოა. ჩავთვალე, რომ დროა 12 წლის შემდეგ ამერიკიდან დავბრუნებულიყავი საქართველოში და ჩემი ამერიკული გამოცდილება, ცოდნა, კავშირები გამომეყენებინა სტრატეგიული დარგის სრულყოფისათვის. ასევე საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად. არსებული წარმატება სახეზეა, გასულ წელს კომპანიამ საკუთარი ბიზნესი 100%-ით გაზარდა და უკვე საჭიროა ტექნიკური მხარის ოპტიმიზაცია, რესურსების, მათ შორის ფინანსური, ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია. უნდა განხორციელდეს შიდა აუდიტი იმის დასადგენად, რა რესურსები აქვს კომპანიას და შემდეგ მოხდეს შესაბამისი ცვლილებები,“ - განაცხადა ბოკერიამ.

რომან ბოკერია ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო დაწესებულებებში. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკისა და საბანკო ოპერაციების ფაკულტეტი (1992-1996). შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის მიმართულებით (1997-2003). 2008-2010 წლებში განათლება მიიღო ფლორიდის შტატში - ტამპას უნივერსიტეტში, ჯონ ჰ. საიკსის ბიზნეს კოლეჯში, მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, MBA ფინანსებსა და ინვესტიციებში. ამავე უნივერსიტეტში პარალელურად იყო ასპირანტი ასისტენტი საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ფინანსურ დეპარტამენტში. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

„ჯორჯიან ეარვეისი“ ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც 25 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. დღეისთვის, ავიაკომპანია 17 ავიამიმართულებით ახორციელებს რეგულარულ პირდაპირ ავიარეისებს და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ავიაგადამზიდია. 2018 წელს ავიაკომპანიამ 550831 მგზავრი გადაიყვანა. „ჯორჯიან ეარვეისს“ საქართველოს საავიაციო ბაზრის 14% უჭირავს + 1/2% წლიური ზრდით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა