კომიტეტის სხდომაზე, სადაც სოციალურ საკითხებზე მსჯელობენ, დეპუტატების ნაკლები აქტიურობის გამო, ომბუდსმენმა უკმაყოფილება გამოთქვა

სამწუხაროა, რომ ვერ ვხედავ აქტიურობას დეპუტატების, პარლამენტის წევრების მაღალ წარმომადგენლობას და დაინტერესებას,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების განხილვა თუნდაც უფრო მწვავე დისკუსიების ფორმატში უნდა ხდებოდეს.

„მე ვფიქრობ, რომ დღეს განვიხილავთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას, რომელიც ეხება სოციალურ თემატიკას. ეს არის საკითხები, რაც აწუხებთ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ყველაზე მოწყვლად და დაჩაგრულ ჯგუფებს, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ხანდაზმულებს, უსახლკაროებს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირებს, შშმ პირებს, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს დ ა.შ. სამწუხაროა, რომ ვერ ვხედავ აქტიურობას დეპუტატების, პარლამენტის წევრების მაღალ წარმომადგენლობას და დაინტერესებას. ეს არის საკითხები, რომლებიც ნამდვილად აწუხებს დღეს საზოგადოებას. კარგი იქნება, რა თქმა უნდა, თუ ამ საკითხებზე იქნება თუნდაც უფრო მწვავე და კომპეტენტური დისკუსია პოლიტიკოსების მხრიდან“,-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს