სახელმწიფო აუდიტის სამსახური IT აუდიტის ფუნქციას აძლიერებს

ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის ფუნქციის გაძლიერების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Deloitte & Touche LLP ერთად ახალ პროექტს იწყებს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან აცნობეს.

პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის IT აუდიტორები მუდმივად განახლებად ინფორმაციულ ტექნოლოგიებში არსებულ სიახლეებს სიღრმისეულად შეისწავლიან და გაეცნობიან საერთაშორისო პრაქტიკებს, მათ შორის ელექტრონული მმართველობის აქტუალურ მიმართულებებზე როგორებიცაა ბლოკჩეინის ტექნოლოგია და უსაფრთხოების კონტროლები, კიბერუსაფრთხოების რისკების შეფასება და სხვა.

პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდება ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის სახელმძღვანელო, რომელიც ხელს შეუწყობს IT აუდიტის მიმართულებით ინსტიტუციური მეხსიერების სისტემატიზაციას.

პროექტის დაწყების შეთანხმებას გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Deloitte & Touche საქართველოს წარმომადგენელმა ჯონ რობინსონმა მოაწერეს ხელი.

საჯარო ადმინისტრირების ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის როლი საჯარო სექტორში გაიზარდა. ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად პროექტის განხორციელება კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აძლევს შესაძლებლობას, უფრო მაღალი ხარისხით უპასუხოს საჯარო აუდიტის თანამედროვე გამოწვევებს.

პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის გრანტის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განვითარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში“ ფარგლებში, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორების პროფესიულ განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

პროექტი, რომელიც ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება, აპრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა