ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული - ვაღიარებ, რომ ვიდეო გადმოვწერე და მეგობრებს გავუგზავნე

ვაღიარე ის, რაც მოხდა, გადმოვიწერე ინტერნეტიდან და ჩემ რამდენიმე მეგობართან, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ, გადავგზავნე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების საქმეზე ბრალდებულმა ანტონ ღლონტმა განუცხადა.

ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს კიდევ სამ პირთად ერთად 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.

როგორც ღლონტი აცხადებს, მას გამოძიების ეტაპზეც არ დაუმალავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი მას ჰქონდა.

ღლონტი აცხადებს, რომ აღნიშნული ვიდეო მან, "გუგლიდან" გადმოიწერა.

"გამოძიებას არც ვეწინააღმდეგობოდი, რომ ეს კადრები მქონდა. ჩვეულებრივად მოვიძიე, "გუგლიში", - განაცხადა ღლონტმა.

სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათგან თავდაპირველად,14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ, 4 პირს კი, პატიმრობა. სწორედ აღნიშნული პირები გათავისუფლდნენ დღეს გირაოს სანაცვლოდ.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2020
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით