მამუკა ბახტაძე - სუს-ის ანგარიში არის ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე მომზადებული

„ოპონენტებს ვურჩევ, წაიკითხონ ჩვენი პარტნიორების შეფასებები, თუ როგორ აქტიურად არის ჩართული საქართველო, ამ შემთხვევაში სუს-ი და როგორ ეფექტურად მოქმედებენ ისინი ჩვენ მეგობრებთან ერთად“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოპოზიციის განცხადებებს, რომ საქართველო ანტიტერორისტული მიმართულებით არაფერს აკეთებს.

პრემიერი გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს და აღნიშნა, რომ ანგარიში არის ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე მომზადებული.

„ანგარიში არის ძალიან ინფორმატიული, სადაც ხაზგასმულია და აქცენტები სწორედ არის დასმული იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას საქართველოს წინაშე, ამავე დროს, იმ პრევენციულ მექანიზმებზე, რომელიც შეიქმნა სუს-ში. მე ვფიქრობ, რომ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც აქვს სუს-ს, ის ადეკვატურად პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ნახსენებია ანტიტერორისტული ღონისძიებები და პრევენციები. მე ჩვენს ოპონენტებს ვურჩევდი, წაიკითხონ ჩვენი პარტნიორების შეფასებები, როგორ აქტიურად არის ჩართული ჩვენი სამსახურები, ამ შემთხვევაში სუს-ი და როგორ ეფექტურად მოქმედებენ ისინი ჩვენს მეგობრებთან ერთად. ეს იქნება ადეკვატური რეაქცია თუ ვინმეს მართლა უნდა გაერკვეს რეალობაში. პოლიტიკური შეფასება საქართველოში, უკვე სამწუხაროდ იქცა ერთგვარ სტანდარტად, რომ აუცილებლად უნდა იყოს სუბიექტური. არსებობს საკითხები, რომელზეც არსებობს ძალიან სერიოზული კვლევები ჩატარებული, შეფასებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ. სურათი არის ძალიან ნათელი. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სუს-ის ყველა თანამშრომელს ვუთხრა მადლობა 24-საათიანი შრომისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. საქართველოს წინაშე არის უამრავი გამოწვევა, დარწმუნებული ვარ, სწორი სამოქმედო გეგმით და ერთსულოვნებით ყველაფერს გავუმკვლავდებით“, - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს