მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე წელს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 60-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე წელს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 60-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, საბავშვო ბაღების სიმცირე ყველაზე მნიშნელოვან და დიდი გამოწვევად რჩება და რამდენიმე წელში აღნიშნული პრობლემა, ბოლომდე უნდა მოგვარდეს.

„ჩვენ დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა განათლების რეფორმის ფარგლებში. მოგეხსენებათ, რომ საბავშვო ბაღების სიმცირე არის ყველაზე დიდი, მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ფიქსირდება. ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი ვერ წვდება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის განხორციელებას, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მხოლოდ მიმდინარე წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 60-მდე ახალი ბაღის მშენებლობას დაიწყებს, რომლის განსახორციელებლადაც ჩვენ გამოვყოფთ 60 მილიონ ლარამდე ინვესტიციას.

მცირე ზომის საბავშვო ბაღებს, სადაც ბავშვთა რაოდენობა იქნება 50-ზე მეტი, თანხები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტისგან. რაც შეეხება დიდ ბაღებს, ჩვენ ევროპის საინვესტიციო ბანკის სახსრებით ვისარგებლებთ. ბაღების მშენებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ჩვენი განათლების რეფორმის ნაწილია. მე მაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან ყველა რეგიონში და ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემა არის ბაღების სიმცირე. ამ ინვესტიციების შედეგად, რამდენიმე წლის შემდეგ, ბოლომდე მოვაგვარებთ ამ პრობლემას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა