„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - რუსული კომპანიები ავიაბილეთებს დემპინგურ ფასად ყიდიან, სახელმწიფო ქართულ ავიაკომპანიებს არ ეხმარება

ბევრი რუსული კომპანიაა შემოსული და ბილეთებს დემპინგურ ფასში ყიდიან. ისინი 3-ჯერ მეტ ფრენებს ახორციელებენ საქართველოში, ვიდრე ჩვენ რუსეთში. ამის მიუხედავად, მთავრობა გვერდით არ გვიდგას,- ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, სადაც მან კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი რომან ბოკერია წარადგინა.

გაიაშვილის განმარტებით, ქართული ავიაციისთვის მთავარი პრობლემა არაჯანსაღი კონკურენციაა, რომელზეც სახელმწიფო ჯეროვნად არ რეაგირებს.

„მოგეხსენებათ რამდენად სტრატეგიული დარგია ავიაცია. თუ სახელმწიფო არ დადგა ქართული ავიაკომპანიების მხარეს, სერიოზული დახმარება არ გაუწია და ყურადღება არ გადმოიტანა ქართული ბიზნესის განვითარებაზე, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება და ვერანაირი ახალი დირექტორი ვერ უშველის საქმეს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტად ქართული კომპანიების დახმარება ჰქონდეს. შევხვდით ეკონომიკის მინისტრს და გავაცანით როგორ რთულ და არაჯანსაღ პირობებში გვიწევს მუშაობა. მთავრობა ტურიზმის განვითარებით ხსნის იმას, რომ ქართულ კომპანიებს უცხოური კომპანიებისგან არ იცავს. იმის ნაცვლად რომ დაეხმარნონ ტურიზმსაც და ავიაციასაც, როგორც ყოველთვის ერთ საქმეს აკეთებენ და მეორეს აფუჭებენ,“- განაცხადა „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა