რუსეთის საგარეო უწყება - თვითმარქვია პრეზიდენტის პროვოკაციული აქტიურობა ვენესუელას სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის

რუსეთი ვენესუელას ოპოზიციის ლიდერის ხუან გუაიდოს ქმედებებს პროვოკაციულად მიიჩნევს, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელი უნდა შეუწყონ ვენესუელაში საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენის გადაწყვეტილებების ძებნას.

„პირველ რიგში საუბარია იმაზე, რომ უნდა შეწყდეს თვითმარქვია პრეზიდენტის პროვოკაციული აქტიურობა, რომელიც ვენესუელას სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრითაა დაკავებული“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ზახაროვამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო უნდა მოეღოს კანონიერად არჩეული პრეზიდენტის დევნას.

შეგახსენებთ, აქამდე ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ 6 აპრილს ოპოზიცია ტაქტიკური ქმედებების განხორციელებას დაიწყებს, რომლის მიზანია ნიკოლას მადუროს დამხობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა