სულიაშვილის ქუჩაზე სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, სულიაშვილის N8-ში მდებარე ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკვლისა და კედლების გამაგრება, ლითონის კუთხოვანებით ფანჯრებისა და კარების ღიობების მოჩარჩოება ხდება.

მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნო.

„სულიაშვილის N8-ში მდებარე თბილისური ტიპის ულამაზესი სახლი, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობს, ავარიულ მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში, შენობა კაპიტალურად გამაგრდება, რომლის დასრულების შემდეგაც, ჩუღურეთის რაიონს კიდევ ერთი, თბილისური ტიპის იერსახის სახლი შეუნარჩუნდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. პროექტის ღირებულება 171 000 ლარია. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში თბილისური ტიპის სამი საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა, ხოლო ხუთ მისამართზე გამაგრების სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო