გიგლა ბარამიძე - ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ღირსეულად წარსდგება

„დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, პარტია შექმნის დღიდან იყო და არის დამოუკიდებელი და დგას ეროვნულ ინტერესებსა და ღირებულებებზე. ბარამიძის თქმით, პარტია არასოდეს არავის მიკედლებია და ამას არც მომავალში აპირებს.

ბარამიძის განმარტებით, 20 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება მოხდა მხოლოდ ერთ საკითხზე, რასაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჰქვია, სხვა დანარჩენ საკითხებზე პარტიების გაერთიანება ამ ეტაპზე გამორიცხულია.

„საზოგადოებისგან დამალულად და ამომრჩევლისგან ფარულად ნინო ბურჯანაძეს და მის პარტიას, არასოდეს არავისთან მოლაპარაკებები და შეთანხმებები არ გაუმართავს, ისეთი როგორსაც დღეს ჩვენ ვხედავთ გნებავთ „ოცნებისგან“ და გნებავთ „ნაციონალური მოძრაობისგან“ თუ მის ტყუპისცალ „ევროპულ საქართველოსგან“, - აცხადებს ბარამიძე.

როგორც პარტიის პოლიტიკური მდივანი აღნიშნავს „დემოკრატიული მოძრაობა“ გეგმავს უახლოეს პერიოდში ყრილობის ჩატარებას და იწყებს იმ სტრუქტურების გააქტიურებას, რომელიც მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„ჩვენი მომხრეების უმეტესობა არასოდეს არ ყოფილა ჩვენთან ფულის გამო, რადგან ბევრი ფული ჩვენს პარტიას არასოდეს არ ჰქონია. კიდეც რომ გვქონოდა, მაინც არ დავხარჯავდით ადამიანების მოყვანის გამო ფულს, რადგან ვიღაცა ყოველთვის გამოჩნდება ვინც მეტს გადაუხდის და იქით წავა. ჩვენ გვყავს საკმაოდ კარგი ადამიანები, რომელიც მხარდაჭერას გვიცხადებენ, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოლებენ, რათა აღარ გვქონდეს ქვეყანაში მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლო, აღარ ისხდნენ პარლამენტში ისეთი მაჟორიტარები, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე თავიანთ რაიონში არ მიდიან ხალხთან სასაუბროდ, იბრძოლებენ იმისთვის რომ არც რუსის ჯარისკაცი იდგეს ჩვენს მიწაზე და არც ამერიკის, ჩვენ გვყავს ხალხი, რომელსაც ჩვენი ჯერა და გვენდობა. აქედან გამომდინარე, დამერწმუნეთ, რომ ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ღირსეულად წარსდგება“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა