მამუკა ბახტაძე - თუ რომელიმე სექტორში რეგულაცია გამოიწვევს მისი განვითარებისთვის დაბრკოლებას, პასუხისმგებლიანი ადამიანები ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, თუკი ეკონომიკის რომელიმე სექტორში რეგულაცია გამოიწვევს მისი განვითარებისთვის დაბრკოლებას, პასუხისმგებლიანი ადამიანები ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და იმის აპრიორში მტკიცება, რომ რაც მოხდა ცუდი იყო, ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

“ჩვენ გვქონდა სრულიად არაჯანსაღ მოვლენასთან საქმე, ყველაზე რბილად რომ შევაფასო, როდესაც ჩვენს ეკონომიკაში დაგვიფიქსირდა, რომ საცალო სესხების მოცულობა რამდენჯერმე აღემატებოდა ბიზნესის დაკრედიტებას, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ეს იყო დაკავშირებული უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემასთან, იმ არასამართლიან რეგულაციებთან, რომელიც გვქონდა, თუ რეგულაციების არქონასთან, რომელმაც ძალიან ბევრი მოქალაქე დააზარალა, მათ შორის, დააზარალა კრედიტორებიც. ჩვენი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. სადაც არის დაცული როგორც მომხმარებლის უფლებები, ასევე კრედიტორის უფლებები. ბუნებრივია, საქართველოში აღარ მოხდება, რომ წინასწარ, გაკოტრებისთვის განწირული სესხები იქნას გაცემული. ეს არ მოხდება და ამას უნდა შეეგუოს ყველა“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, რეგულაციების არარსებობამდე, რამდენიმე წლის წინ გაცემული სესხები, ძალიან დიდი სირთულეებით დამთავრდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათ შორის, კრედიტორებისთვის.

„თქვენ ამასთანავე იცით, თუ რა შეფასებები გაკეთდა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან, ყველა მიესალმა ამ რეფორმას. ის, რომ საქართველოს გაუზარდეს სუვერენული რეიტინგი მათ შორის გამოწვეული იყო ამ რეფორმით. ერთადერთ ქვეყანას გაგვიზარდეს რეგიონში სუვერენული რეიტინგი. ეს არის რეალობა. აქვე, რა თქმა უნდა, თუ რომელიმე სექტორს ეს შეეხება ისე, რომ მათი სწრაფი განვითარებისთვის აღმოჩნდება ბარიერი, ბუნებრივია, თითოეული ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ამ რეგულაციაზე, დარწმუნებული ვარ, ადეკვატურად შეხედავს ამ ციფრებს. ეროვნულ ბანკს, მე როგორც ვიცი, აქვს კომერციულ ბანკებთან ინტენსიური დიალოგი ამ საკითხზე. ამასთან ერთად, ანალიტიკოსები ელოდებიან პირველი კვარტლის მონაცემებს და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთელმა საზოგადოებამ შეიძლება იმსჯელოს, რომელიმე სექტორისთვის ხომ არ იქნება უმჯობესი სხვა ტიპის თამაშის წესების შემოღება. მაგრამ იმის აპრიორში მტკიცება, რომ რაც მოხდა ეს იყო ცუდი, ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. იმ ნაბიჯებმა, რომელიც ჩვენ გადავდგით, საშუალება მოგვცა დაგვეზღვია ჩვენს ეკონომიკაში ძალიან ბევრი სისტემური რისკი და უფრო მეტიც, მოგვცა საშუალება, რომ მომხდარიყო ისეთი პროცესების დაჩქარება, როგორიც არის ლარიზაცია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. როგორც მოგეხსენებათ, გაზრდილია სესხები ლარში. მინდა ყველას გაგახსენოთ, როცა არ არსებობდა ეს რეგულაციები როგორი სესხები იქნა გაცემული რამდენიმე წლის წინ , რაც ძალიან დიდი სირთულეებით დამთავრდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათ შორის კრედიტორებისთვის. ეს საკითხი ჩავაბარეთ წარსულს, ეს პრობლემები საქართველოს აღარ ექნება. მაგრამ ეკონომიკა ეს არის ცოცხალი ორგანიზმი მისი თითოეული სექტორის განვითარებითვის ჩვენ მოწადინებული ვართ ყველაფერი გავაკეთოთ და ბუნებრივია, თუკი რომელიმე სექტორში რაიმე ტიპის რეგულაცია გამოიწვევს მისი განვითარებისთვის დაბრკოლებას, რა ქმა უნდა, პასუხისმგებლიანი ადამიანები მიიღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა