ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღონისძიებები გაიმართება

31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო კომისია შექმნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, პირველი პრეზიდენტის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ქალაქში გაიმართება რიგი ღონისძიებები.

„საქართველოს ფოსტა“ ამ დღესთან დაკავშირებით გამოსცემს ზვიად გამსახურდიას მარკას. განათლების სამინისტროს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას პრემიას, რომელიც გაიცემა ყოველწლიურად 31 მარტს. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურიას ნაშრომები, ფოტოები, წიგნები, ინტერვიუები. ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს