მამუკა ბახტაძე - პირველი შემთხვევაა, როდესაც ნახევარ მილიარდიანი ინვესტიცია ხორციელდება ტურიზმის სექტორში, ჩვენს ულამაზეს კუთხეში - აჭარაში

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნახევარ მილიარდიანი ინვესტიცია ხორციელდება ტურიზმის სექტორში, ჩვენს ულამაზეს კუთხეში. ეს იქნება ახალი მწვანე ქალაქი ქობულეთში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, აჭარაში რამდენიმე თვეში სპორტკომპლექსს გახსნიან. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის კომპლექსების მშენებლობა ყველა რეგიონში დაიწყება.

„ბათუმში გავხსენით ახლად რეაბილიტირებული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ეს არის მართლაც უნიკალური და ულამაზესი შენობა, ეს არის სიამაყე ყველა ქართველისთვის. მსურს, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ ამ საჩუქრისთვის. ამავე დროს ჩვენ დავათვალიერეთ ახალი მულტიფუნქციური თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტკომპლექსი, რომელიც დასრულდება ზაფხულში და გავხსნით რამდენიმე თვეში. ეს იქნება პირველი მსგავსი დატვირთვის მქონე სპორტკომპლექსი აჭარაში. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ ყველა რეგიონში მსგავსი კომპლექსების მშენებლობას. ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო