მამუკა ბახტაძე - სტუდენტები, რომლებიც ეროვნული ცენტრის გამოცდების მიხედვით პროფესიულ სასწავლებლებში ჩაირიცხებიან, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდებიან

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროექტების შესაბამისად, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებიც, რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებში ეროვნული ცენტრის გამოცდების მიხედვით ჩაირიცხებიან, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდებიან.

ამასთან, პრემიერის თქმით, განათლების რეფორმის ფარგლებში, პროფესიული მასწავლებლების ანაზღაურების 30 %-ით ზრდაც იგეგმება.

„დღეს, მთავრობის სხდომაზე, განათლების რეფორმის ფარგლებში, შემოგვაქვს რამდენიმე სიახლე. სახელმწიფოს მხრიდან აქამდე მხოლოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები ფინანსდებოდა, რაც რა თქმა უნდა, არ იყო საუკეთესო პრაქტიკა. ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დაფინანსდებიან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ისეთი პროფესიული სასწავლებლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების მყისიერ დასაქმებას, მას შემდეგ, რაც გაივლიან პროფესიულ სწავლებას და აქედან გამომდინარე, ძალიან სასიხარულოა, რომ უფრო და უფრო მეტი კერძო კომპანია ცდილობს აქტიურად იყოს ჩართული პროფესიულ სწავლებაში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროექტების შესაბამისად, ეს სასწავლებლები მიიღებენ ვაუჩერულ დაფინანსებას. აქედან გამომდინარე, კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტებიც, რომლებიც გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდების მიხედვით ჩაირიცხებიან, მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან ვაუჩერულ დაფინანსებებას. ამასთან ერთად, იგეგმება პროფესიული მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა 30 %-ით“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ მოდელის დანერგვა, ქვეყანას ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

„პროფესიულ განათლებას აქვს განსაკუთრებული ადგილი და როლი და დღევანდელი გადაწყვეტილებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ საქართველოში ის მთავარი პრობლემა, რომელიც უკავშირდება უმუშევრობას, ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის დაძლევის გზაზე კიდევ იყოს ნაბიჯები გადადგმული.

ამ მოდელის დანერგვა ამავე დროს ხელს შეუწყობს უფრო მეტ ინტეგრაციას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმა დაგვეხმარება დავძლიოთ ჩვენი ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს