სოფო კილაძე - სახალხო დამცველს ვეთანხმები, რომ დეპუტატების უფრო მეტი აქტიურობა უნდა იყოს პარლამენტში

ვეთანხმები სახალხო დამცველს, რომ უფრო მეტი აქტიურობა უნდა იყოს პარლამენტში,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშს წარადგენენ, ყველა დეპუტატი უნდა ესწრებოდეს კომიტეტის სხდომას.

"ვეთანხმები სახალხო დამცველს, რომ უფრო მეტი აქტიურობა უნდა იყოს პარლამენტში. როდესაც სახალხო დამცველი და უწყებები მოდიან, ყველა დეპუტატი უნდა ესწრებოდეს ამ გამოსვლებს, თუ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ არის. რაც შეეხება კომიტეტის შეჯამებას, ჩემი შეხედულებით და შთაბეჭდილებით, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, მათი დიდი ნაწილი შესრულებულია. სავარაუდოდ, სულ რამდენიმე რეკომენდაციაა, რაც არ არის შესრულებული და ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც სოციალურ საკითხებზე მსჯელობენ, დეპუტატების ნაკლები აქტიურობის გამო, ომბუდსმენმა უკმაყოფილება გამოთქვა. ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების განხილვა თუნდაც უფრო მწვავე დისკუსიების ფორმატში უნდა ხდებოდეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს