ირაკლი ხმალაძე განმარტავს, რატომ დადის გოცირიძე-დიდუბის ხაზზე მეტროს მატარებელი ნელა

გოცირიძე-დიდუბის ხიდის ავარიულობა არ დადგენილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, მეტროს ხაზს პერმანენტულად უტარდება შემოწმება და უსაფრთხოების კუთხით პრობლემები არ ფიქსირდება.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ დადის მეტროს შემადგენლობა აღნიშნულ მონაკვეთზე შენელებულად, მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე საკომუნიკაციო ქსელების პრობლემაა და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

"ამ ხიდის და მეტროს სხვა ინფრასტრუქტურის შემოწმება და ექსპერტიზა პერიოდულად ხდება. უშუალოდ ამ ხიდთან დაკავშირებით კომპეტენტური და კვალიფიციური ექსპერტების მიერ შემოწმება დაახლოებით 2 თვის წინ მოხდა, სადაც ამ ხიდზე ავარიული ფაქტორები არ დადგენილა. თუმცა იქ გარკვეული საკომუნიკაციო ქსელების პრობლემაა. სანიაღვრე და წყალარინების ქსელის. ამ ეტაპზე მეტროს მატარებლის მიერ ამ მონაკვეთზე სიჩქარის შენელება ხდება. თუმცა ვიბრაციები და ბურჯების ჯდომის ნორმები აბსოლუტურად ნორმაშია. ეს კვალიფიციური ექსპერტების მიერ დადასტურებულია. შესაბამისად, ამ ხიდის ავარიულობას ვერ დავადასტურებ," - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო