არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შევა

იუსტიციის სამინისტრო აპირებს, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შემოიტანოს, რომელიც არასრულწლოვნებს შეეხება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში განსაკუთრებული აქცენტი ქონებრივი ტიპის დანაშაულებზე გაკეთდება.

"ეს ცვლილებათა პაკეტი ყველა ტიპის დანაშაულს შეეხება, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი ქონებრივი ტიპის დანაშაულებზე იქნება გაკეთებული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს პროექტი დახვეწილი მივიღოთ, ვაქციოთ კანონად და ეს არ ეხება მხოლოდ ქუჩაში მომუშავე ბოშა ბავშვებს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ეთნიკური წარმომავლობის იქნება ბავშვი, ყველა მათგანზე თანაბრად უნდა ვიზრუნოთ, ვინც კრიმინალურ საქმიანობაშია ჩაბმული. დიდი ალბათობით, მათ უკან ზრდასრული ადამიანები დგანან, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამ ყველაფერს. სწორედ ამას უნდა ვებრძოლოთ, რომ ეს ბავშვები გზას არ ააცდინონ,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა