ადვოკატი - ზაალ ლატარიამ  პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი რამდენიმე მეგობარს გაუგზავნა, მაგრამ სოციალურ ქსელში არ აუტვირთავს

ზაალ ლატარიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სრულიად დაუდგენელმა პიროვნებამ გადმოუგზავნა. მან ეს ვიდეო რამდენიმე მეგობარს გაუგზავნა, მაგრამ სოციალურ ქსელში, ან რამე სხვა სივრცეში არ აუტვირთავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის საქმეზე ბრალდებულ ზაალ ლატარიას ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენიმე დღის წინ გამოკითხეს და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.

„გამოძიების მსვლელობისას, პროკურატურამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვა აუცილებლად ჩათვალა. თავიდანვე ვამბობდით, რომ თანამშრომლობისთვის აქტიურად ვიყავით მზად. ბრალდებულმა გამოძიებას ყველა ის გარმოება მოახსენა, რაც მისთვის ცნობილი იყო. კერძოდ, ის, რომ სრულიად დაუდგენელმა პიროვნებამ გადმოუგზავნა მას ვიდეო. მან ეს ვიდეო რამდენიმე მეგობარს გაუგზავნა, მაგრამ სოციალურ ქსელში, ან რამე სხვა სივრცეში არ აუტვირთავს. ამის არც განზრახვა ჰქონია და არც სურვილი. პროკურატურამ სასამართლოს უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის შუამდგომლობით მიმართა. ვფიქრობ, პროკურატურის მხრიდან ეს სწორი, ჰუმანური გადაწყვეტილებაა, რომელიც კანონის მოთხოვნას შეესაბამება.ზაალ ლატარია მანამდე გამოკითხული არ იყო, პირველად ახლა, რამდენიმე დღის წინ გამოიკითხა“, - განაცხადა იაშვილმა.

სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათგან თავდაპირველად,14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ, 4 პირს კი, პატიმრობა. სწორედ აღნიშნული პირები გათავისუფლდნენ დღეს გირაოს სანაცვლოდ.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა