მთავრობა საკანონმდებლო პროცესში ე.წ. რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემის დანერგვის ინიციატივით გამოდის

მთავრობა საკანონმდებლო პროცესში ე.წ. რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემის დანერგვის ინიციატივით გამოდის. რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემამ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე საკითხის კომპლექსურად შესწავლა უნდა უზრუნველყოს.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში უკვე ინიცირებულია “ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებები. პროექტით განისაზღვრება, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელება სავალდებულოა, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც პროექტის ავტორი ან ინიციატორი საკუთარი სურვილით ახორციელებს რეგულირების ზეგავლენის შეფასებას, ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისად, განმარტებით ბარათს უნდა დაერთოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში.

თავის მხრივ, ანგარიშში მოცემული უნდა იყოს: არსებული პრობლემის არსი და ანალიზი, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი, მისი გამომწვევი მიზეზები; მიზანი, რომლის მიღწევაც დაგეგმილია რეგულირებით; მიზნის მიღწევის ალტერნატიული ვარიანტები, მათი ანალიზი და ზეგავლენის შეფასება, მათ შორის, საკითხის არანორმატიული გზით რეგულირების ან არსებული მდგომარეობის უცვლელად დატოვების მოსალოდნელი შედეგი; არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს მიზნის მიღწევის შერჩეული გზის უპირატესობას; კანონპროექტის მოსალოდნელი ეკონომიკური, ფისკალური, სოციალური, ეკოლოგიური, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და სხვა შედეგები და რისკები, საკითხის არანორმატიული გზით რეგულირების ან არსებული მდგომარეობის უცვლელად დატოვების მოსალოდნელ შედეგებსა და რისკებთან მიმართებით; სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები და გარემოებები, რომლებმაც განაპირობა კანონპროექტის მომზადება და რომლებზეც გავლენას იქონიებს კანონპროექტი; კანონპროექტის მომზადების პროცესის დეტალური აღწერა; კონსულტაციების პროცესში მიღებული ძირითადი მოსაზრებების მოკლე ანალიზი და მათი გათვალისწინების ან/და არგათვალისწინების შედეგების შეჯამება; კანონის აღსრულების გზები, აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოების/დაწესებულებების როლი და ფუნქციები; კანონის აღსრულების მონიტორინგისა და შეფასების გზები.

პროექტის ავტორია იუსტიციის სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია.

“ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა