ფოთის ნავსადგურში ახალი ყატარული საზღვაო ხაზის „მილაჰას“ პირველი გემი შემოვიდა

ფოთის ნავსადგურში ახალი ყატარული საზღვაო ხაზის „მილაჰას“ პირველი გემი შემოვიდა.

კომპანიის ცნობით, 10 მარტს ფოთის საზღვაო ნავსადგურში პირველად შემოვიდა მილაჰას ხაზის გემი Nordviolet-ი. კომპანია „მილაჰას“ ორი ხომალდი - MV Nordviolet და CONTSHIP RUN ყოველკვირეულად შემოვა ფოთის პორტში და რეგულარულ მარშრუტებს შეასრულებს. აღნიშნულ გემებს 2000 TEU კონტეინერამდე გადაზიდვა შეუძლიათ.

„მოხარულები ვართ, რომ ახალ ბაზარზე შემოსვლისას „მილაჰას“ ხაზმა ჩვენ აგვირჩია თავიანთ პარტნიორად. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად იზდება საერთო გლობალური მომსახურების ჯაჭვი საქართველოს, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკებისთვის“, - აცხადებს კლაუს ჰოლმ ლოურსენი, ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალური დირექტორი.

საზღვაო გადამზიდავი კომპანია „მილაჰა“ ყატარული კომპანიაა, რომლისთვისაც ეს პირველი ოპერირებაა შავ ზღვაში. გემები შავი ზღვის ექსპრეს სერვისის ახალი მარშრუტის თანახმად შემდეგი მიმდევრობით - პირეოსისი-სტამბული-ფოთი-ნოვოროსიისკი-პირეოსი იმოძრავებენ.

მილაჰას ვიცე-პრეზიდენტის, იან მორტენსენის განცხადებით, „შავი ზღვის ექსპრეს სერვისის“ დაწყება თანხვედრაშია კომპანიის ხედვასთან, მსოფლიოს მასშტაბით მის მომხმარებლებსა და პარტნიორებს გაუწიოს მოქნილი და სანდო მომსახურება.

„აღნიშნული დამატება ჩვენს საზღვაო სახაზო მომსახურებაში შავი ზღვის მიმართულებით კიდევ უფრო აფართოებს ჩვენი კომპანიის საქმიანობის არეალს და ამასთან, ზრდის წვდომას ხმელთაშუა ზღვაზე, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენს მომხმარებლებსა თუ პარტნიორებს შევთავაზოთ უკეთესი მომსახურება“, - განაცხადა იან მორტენსენმა.

„ყატარული კომპანიის პირველ გემს ფოთის პორტის მომსახურე ბუქსირები წყლის სალუტით მიესალმნენ, გემის კაპიტანს კი ნავსადგურის ხელმძღვანელობამ სიმბოლური საჩუქარი გადასცა - სამახსოვრო დაფა ამ მოვლენის აღმნიშვნელი წარწერით“, - აცხადებენ „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო