დავით სერგეენკო მზადაა პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხოს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მზადაა პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხოს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებაზე პარლამენტში მისვლის თაობაზე.

მინისტრის განცხადებით, მას არ ჰქონია საშუალება, გაცნობოდა დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადებას, რადგან იგი სოცმუშაკებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.

„მე არ მომეცა შესაძლებლობა გავცნობოდი განცხადებას, რადგან შეხვედრაზე ვიყავი. გავეცნობი. პარლამენტის ახალი რეგლამენტი მავალდებულებს, რომ თუ დეპუტატების ჯგუფს კითხვები უჩნდებათ მინისტრისადმი, მინისტრი უნდა მივიდეს და პასუხი გასცეს. მე რა თქმა უნდა ამ რეგლამენტს დავემორჩილები", - განაცხადა სერგეენკომ.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა: ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და დავით ჭიჭინაძემ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შესაძლოა, პარლამენტში დაიბარონ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სოციალურმა მუშაკებმა საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს. დეპუტატის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში შესაძლოა, ინტერპელაციის წესით ან საკომიტეტო მოსმენაზე დაიბარონ.

იხილეთ ვიდეო: დავით სერგეენკო - სოცმუშაკებს ხელფასი მოემატებათ და 1200 ლარი იქნება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო