სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და „საქართველოს ფოსტა“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და შპს „საქართველოს ფოსტა“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ და შპს „საქართველოს ფოსტას“ შორის სახელშეკრულებო დავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ქირავნობის დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე მიმდინარეობდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს „საქართველოს ფოსტას“ დაეკისრა შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სასარგებლოდ საიჯარო ქირის დავალიანების 661 728 ლარის გადახდა. ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „საქართველოს ფოსტის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

აღნიშნული დავა საბოლოოდ დასრულდა მხარეთა მორიგებით, რაზეც არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება.

ორ სუბიექტს შორის სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინებით დადგენილი მორიგება გულისხმობს მოსარჩელე მხარისთვის სადავო თანხის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემას. მორიგების მიზნებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, მათ შორის დამფუძნებლებთან შეთანხმება და უძრავი ქონების აუდირება/შეფასება ორივე სუბიექტის მიერ კანონის ფარგლებში იქნა შესრულებული. ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, გარიგების შინაარსი არ ეწინააღმდეგება არც ერთი კომპანიის ინტერესს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა