მიხეილ ბატიაშვილი - ნიკოლოზ რაჭველის გათავისუფლების საკითხი არც განხილულა და არც განიხილება

ფილარმონიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული. მიზანი რაც გვაქვს, არის ის, რომ ობიექტი უნდა ემსახურებოდეს დედაქალაქს და კულტურულ ცხოვრებას, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

„ფილარმონია იმყოფება ეკონომიკის ბალანსზე და ჩვენ მათთან ერთად ვსწავლობთ ამ საკითხს. გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ კუთხით, რომელიც ემსახურება თვითონ კულტურული ცხოვრების უფრო აქტიურ გაგრძელებას. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მივიღოთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. ერთადერთი მიზანი, რაც გვაქვს არის ის, რომ ობიექტი უნდა ემსახურებოდეს დედაქალაქს და კულტურულ ცხოვრებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნიკოლოზ რაჭველის პოსტიდან გადაყენება იგეგმება.

„რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ნიკას გათავისუფლების შესახებ, ეს საკითხი არასდროს განხილულა და არც განიხილება. ზოგადად, ვმუშაობთ იმაზე, რომ ფილარმონია იყოს და ემსახურებოდეს ქალაქის კულტურულ და რაც მთავარია, აქტიურ ცხოვრებას“,- აღნიშნა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, 2007 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი/ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით შპს „ინთერნეიშენალ ივენთსს“ გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3,115,146 ლარის და $177,102 დოლარის დავალიანება ერიცხება. 2019 წლის 18 იანვარს ფილარმონიის მმართველმა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას წერილით მიმართა, რომელშიც დავალიანება 9 წელზე გადანაწილებას სთხოვს. უწყებას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ამასთან, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, კულტურის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას მიმართა თხოვნით, თბილისის საკონცერტო დარბაზში დააბრუნონ. როგორც ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა, ორკესტრი იმსახურებს, რომ მუდმივი სარეპეტიციო ადგილი ჰქონდეს, სადაც შეძლებს საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტების ჩატარებას.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს